სწავლების საფეხური და კლასი: საბაზო საფეხური, მე-7 კლასი
ინტეგრირებული საგნები: ბიოლოგია, მათემატიკა, ხელოვნება
მასწავლებლების სახელი და გვარი: ხათუნა კაპანაძე, მარიზი ჩუბინიძე, დოდო არსენიძე
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების
მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი: კლასში არ არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით):
მოსწავლეები:
1. დააკვირდებიან ერთიანი ორგანიზმის ცალკეული ნაწილების მათემატიკური შესაბამისობის კანონზომიერებას:
2. შექმნიან გამოკვლეული ობიექტების კოლექციას, აღწერენ და შეადარებენ ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის დამახასიათებელ პროპორციებს;
3. გააანალიზებენ მიღებულ შედეგებს;
4. აღმოაჩენენ ინდივიდებში პროპორციების ცვალებადობას;
5. შეაფასებენ ხელოვნების, ბუნებაში გამოკვლეულ ნიმუშებს;
6. დააკავშირებენ მუსიკალურ პროპორციებს ადამიანის სხეულის პროპორციებთან;
7. მოიპოვებენ და გააანალიზებენ ორგანიზმთა ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოხატული პროპორციის შესახებ დამატებით ლიტერატურას;
8. მოაწყობენ საილუსტრაციო მასალების გამოფენას, მოამზადებენ ფოტოკოლაჟს;
9. გაიაზრებენ პროპორციის მნიშვნელობას მათემატიკაში, ბუნებაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში;
10. განივითარებენ კვლევით უნარ-ჩვევებს;
11. ჩამოუყალიბდებათ ჯგუფური მუშაობის ორგანიზების უნარი;
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
ბიოლოგია:
მოსწავლეები:
განარჩევენ სიცოცხლის ძირითად ფორმებსა და გამოვლინებებს,
შეაგროვებენ ინფორმაციას ილუსტრაციების საშუალებით და წარმოადგენენ პლაკატების სახით, წარმოადგენენ დაკვირვების შედეგებს ნახატების ან სივრცული მოდელების სახით.
შეადარებენ ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს და იმსჯელებენ სიცოცხლისათვის დამახასიათებელი თვისებების შესახებ (მაგ. ორგანიზმთა ზრდა-განვითარება);
შეაგროვებენ მასალებს ორგანიზმთა შესახებ და იმსჯელებენ მათ შორის განსხვავებაზე, წარმოადგენენ მონაცემებს ფოტო მასალების ან ჩანახატების სახით.
გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და იმსჯელებენ ორგანიზმთა ზრდა-განვითარებაში პროპორციების მნიშვნელობის შესახებ.
გამოიყენებენ თანამედროვე ტექნიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ინტერნეტსაიტებს;
მათემატიკა:
მოსწავლეები:
ამოიცნობენ და გამოსახავენ საიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებას.
გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებენ სიმეტრიულ ობიექტებს, მოახდენენ სიმეტრიულობის დემონსტრირებას;
არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში დაასახელებენ მათთვის ნაცნობ გეომეტრიულფიგურებს ან მათ ნაწილებს.
ხელოვნება:
მოსწავლეები:
დააკვირდებიან გარემოში ობიექტებს შორის კავშირებს და ასახავენ ნამუშევრებში.გამოსახავენ მრავალფიგურიან კომპოზიციებს. ადმიანის ფიგურის ძირითადი პროპორციების გათვალისწინებით;
1. შესავალი – მოთელვა- 3 წთ
მასწავლებელი მიესალმება მოსწავლეებს, გააცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს . შემდეგ შესთავაზებს მოსწავლეებს ამოირჩიონ სამი ლამაზად შეფუთული ობიექტიდან ერთ-ერთი. მოსწავლეები ხსნიან თანმიმდევრულად შეფუთულ ყუთებს და აკვირდებიან თავიანთ არჩევანს.პირველში მოთავსებულია ამფიბიების განვითარების ეტაპების შესაბამისი სველი პრეპარატი.მეორეში-ფრინველების განვითარების ამსახველი სველი პრეპარატი.მესამეში-მწერების განვითარების ამსახველი ფოტო-მასალა.
მასწავლებელი ამბობს:
ეს სიურპრიზები ჩვენს დღევანდელ თემას უკავშირდება-‘’ორგანიზმთა ზრდა და პროპორციები’’.მზად ხართ ამ თემაზე მუშაობისათვის? მოსწავლეები თანხმობას აცხადებენ და მასწავლებელი გადადის ჯგუფების დავალებათა პრეზენტაციაზე.
2. ჯგუფების დავალებების პრეზენტაცია გასტანს – 4-4 წუთი (სულ 12 წთ)
მასწავლებელმა მოსწავლეები წინასწარ დაჰყო 3 ჯგუფად და დავალებებიც მისცა:
პირველ ჯგუფს (3 წევრი) საშინაო დავალებად მიცემული აქვთ პროპორციების შესახებ მათემატიკის გაკვეთილზე შესწავლილი მასალის და მათთან დაკავშირებით მოძიებული დამატებითი ლიტერატურის 4 წუთიანი ,,სლაიდ შოუს'' მომზადება:
ჯგუფის ლიდერი აკეთებს კომენტარებს:
- ჯერ კიდევ ძველი მოაზროვნეები ცდილობდნენ აეხსნათ სამყაროს წესრიგისა და ორგანიზაციის არსი,რომელიც განაპირობებს წესრიგს,სილამაზეს და ჰარმონიას.ამ მოვლენის საინტერესო ახსნა უკავშირდება პითაგორას მოძღვრებას,რომლის თანახმად,სამყაროს ორგანიზაციას,წესრიგს საფუძვლად უდევს რიცხვები.ხილული სამყარო ერთიან,ფარულ წესრიგს ემორჩილება და ამ წესრიგის გამოსახვა შესაძლებელია მათემატიკის ენაზე.რიცხვი პითაგორელებისათვის წარმოადგენდა სამყაროს ახსნის უნივერსალურ გასაღებს.
პითაგორის მტკიცებით ,,რიცხვი არის ყველაფერი’’.სწორედ ეს იდეა ემყარებოდა მარტივი მთელიცხოვანი სიდიდეების ფუნდამენტური როლის აღიარებას.პითაგორა ეძებდა კანონზომიერებებს რიცხვებში.უმარტივესი გეომეტრიული ფიგურების ღრმა და თანმიმდევრულმა განხილვამ მიიყვანა იგი პროპორციების აღმოჩენამდე.
გეომეტრიული ფიგურები,ორგანიზმები,არქიტექტურული ნაგებობები და ხელოვნების ნიმუშები აგებულია სიმეტრიისა და პროპორციის კანონების გათვალისწინებით.
ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური სლაიდ-შოუ სხვადასხვა ლიტერატურის გამოყენებით, სადაც პროპორციების ფენომენი კარგად არის წარმოჩენილი.
მასწავლებელი :
1.რა არის ,,პროპორცია,,?
2. რას ეწოდება ,,სიმეტრია,,?
3.რა იცით ოქროს კვეთის შესახებ?
II ჯგუფს (4 მოსწავლე) დავალებული აქვს ადამიანის სხეულის პროპორციების გამოკვლევა, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერიმენტისათვის შერჩეულ მოსწავლეთა ანთროპომენტული სიდიდეების გაზომვა. მიღებული შედეგების ანალიზსა და ვიზუალური თვალსაჩინოების წარმოჩენას მოახდენენ ფოტომასალის, ცხრილებისა და დიაგრამის მიხედვით;
III ჯგუფს(3 მოსწავლე) დავალებული ჰქონდა ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით მოეპოვებინათ ინფორმაცია პროპორციების მნიშვნელობაზე ხელოვნებასა და არქიტექტურაში მათ მასალების შესაგროვებლად გამოიყენეს ინტერნეტსაიტები www.vinchi.ru

No comments:
Post a Comment